ახალი ამბები და სტატიები

ამერიკელი სენატორი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვია

31.05.2012
31 მაისს ამერიკელი სენატორი რიჩარდ დურბინი, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ბასის თანხლებით, თბილისში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვია. სენატორი დურბინი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების სენატის რიგით მეორე მაღალჩინოსანია, ამჟამად საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

სენატორს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ტიშკევიჩი მიესალმა, რის შემდეგაც სენატორმა მისიის როლისა და საქმიანობის, მათ შორის, წარსულში მიღწეული პროგრესისა და სამომავლო გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.  სენატორი დურბინი ადგილზე არსებული საერთო უსაფრთხოების მდგომაროებით და 2008 წლის ოქტომბერში მისიის დაწყების დღიდან არსებული მდგომარეობის ცვლილებით დაინტერესდა. სტუმარი ასევე გაეცნო მისიაში სხვადასხვა განათლებისა და სამუშაო გამოცდილების მქონე თანამშრომლების არსებობის დადებით მხარეებს, რაც მათ საშუალებას აძლევს პოსტკონფლიქტურ გარემოში საქმიანობასთან დაკავშირებულ გამოწვევებს გაუმკლავდნენ. 

Follow us on social media