ახალი ამბები და სტატიები

იტალიელი კანონმდებლები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვივნენ

11.06.2012
10 ივნისს, ევროკავშირის პოლიტიკაზე პასუხისმგებელი იტალიის სენატის კომიტეტის კანონმდებლების დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია.

"ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში მნიშვნელოვანია იტალიისთვის" - განაცხადა ფედერიკა ფავიმ, იტალიის ელჩმა საქართველოში, რომელიც დელეგაციას ახლდა. მან ასევე დაამატა, რომ მოხარულია ბოლო პერიოდის განმავლობაში იტალიელი დამკვირვებლების რაოდენობის გაზრდით.

რეგიონალურ ოფისში სენატორები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის შესახებ ვრცელ ბრიფინგს დაესწრნენ, რომელიც მისიის იტალიელი წევრების დახმარებით გაიმართა.

საქართველოში მოკლევადიანი ვიზიტის განმავლობაში იტალიელი კანონმდებლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ და ქვეყანა მრავალი სხვადასხვა კუთხით გაიცნეს.




Follow us on social media