ახალი ამბები და სტატიები

პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

28.06.2012
27 ივნისს, პოლონეთის რესპუბლიკის სენატის მარშალი, ბოგდან ბორუსევიჩი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია. მას პოლონეთის ელჩი საქართველოში და სენატის ექვსი წარმომადგენელი ახლდა. ბატონი ბორუსევიჩი და მისი კოლეგები მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ტიშკევიჩმა მიიღო. ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა  მისიის ამჟამინდელი გამოწვევებისა და რეგიონალური ოფისის საქმიანობაზე მიიღეს ინფორმაცია. მისიის პოლონელ დამკვირვებლებთან შეხვედის შემდეგ, ბატონი ბორუსევიჩი სადამკვირვებლო ჯგუფს ოძისში გაჰყვა, რათა ადმინისტრაციულ საზღვარზე არსებული მდგომარეობა პირადად შეეფასებინა. იგი დაინტერესებული იყო მოესმინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეფასება ამჟამად არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობაზე. ამასთან, ბატონმა ბორუსევიჩმა სტაბილურობის შენარჩუნებისა და კონფლიქტის მხარეებს შორის ნდობის აღდგენის კუთხით მისიის მიერ გაწეულ საქმიანობას სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.


Follow us on social media