ახალი ამბები და სტატიები

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები გორის რეგიონალურ ოფისს ეწვივნენ

31.07.2012

27 ივლისს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელთა მაღალი რანგის ჯგუფი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია. რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა მანფრედ მაიერმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან უსაფრთხოების სფეროში არსებული მდგომარეობის შესახებ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მან განმარტა, რომ დამკვირვებლები მთელი კვირის განმავლობაში დღედაღამ პატრულირებენ, რათა თავიდან აცილებულ იქნას საომარი მოქმედებების განახლება და ასევე,  ინციდენტების არსებობის შემთხვევაში მისია წარადგენს ანგარიშებს მომხდარი ფაქტების შესახებ. ამერიკის საელჩოს ხუთი წარმომადგენელი, მისიის თანამშრომლებთან ერთად, დვანში, პატრულირებაზე გაემგზავრა. მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მაღალ პროფესიულ დონეზე ჩატარებულმა პატრულირებამ. საელჩოს წარმომადგენლები კმაყოფილები დარჩნენ, რომ მიეცათ შესაძლებლობა პირადად გაცნობოდნენ ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ მდგომარეობას. 

Follow us on social media