ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრს ეწვია

02.08.2012
1 აგვისტოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია თბილისში არსებულ სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრს ეწვია. დელეგაციას მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი უძღვებოდა.

მისიის მანდატი 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულებაზე დაკვირვებას და ადგილზე უსაფრთხოების სფეროში არსებული ვითარების მონიტორინგს მოიცავს. გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა სურვილი გამოთქვეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ურთიერთგაგების მემორანდუმებისათვის მოეწერათ ხელი, რომლებიც სხვა საკითხებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სამხედრო ობიექტების მონიტორინგს ითვალისწინებს.

მისია მიესალმება დაწესებულების საქმიანობის დათვალიერებისა და მიმდინარე პროექტების განხილვის შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

Follow us on social media