ახალი ამბები და სტატიები

ფოლკე ბერნადოტე აკადემია პატრულირებაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან

09.08.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა შვედეთის ფოლკე ბერნადოტე აკადემიიდან ორ ტრენერს უმასპინძლა. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან უსაფრთხოების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე ზოგადი ინფორმაციის მიღების შემდეგ სტუმრები პატრულირებაზე გაემგზავრნენ. ადმინისტრაციული საზღვრის საკითხებზე მომუშავე ჯგუფთან ერთად სტუმრები ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს მდებარე ორ სოფელს ეწვივნენ და შეძლეს ადგილზე გაცნობოდნენ არსებულ სიტუაციას. ფოლკე ბერნადოტე აკადემიის წარმომადგენლები კმაყოფილები იყვნენ რომ მათ საშუალება მიეცათ საკუთარი თვალით ენახათ  მისიის საქმიანობა ადგილზე.  სტაბილურობის შენარჩუნებისა და ნდობის აღდგენისაკენ მიმართულმა მისიის საქმიანობამ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.

ფოლკე ბერნადოტე აკადემია შვედეთის სამთავრობო სააგენტოა, რომელიც საერთაშორისო სამშვიდობო ინტერვენციის ხარისხისა და ეფექტიანობის გაუმჯობესებაზე მუშაობს. შვედ და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აკადემია კონფლიქტის პრევენციის, ნდობის აღდგენის, კვლევისა და განვითარების სფეროებზე მუშაობს. აკადემიას ასევე სამსახურში აჰყავს და ამზადებს სამოქალაქო პერსონალს და მასპინძლობს მშვიდობისა და შერიგების პროცესებს. ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შვედეთიდან წარგზავნილი 31 დამკვირვებელი მუშაობს.

Follow us on social media