ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების წარმომადგენელმა, მისიის მანდატის და საქმიანობის შესახებ, ზუგდიდში მოსწავლებისათვის პრეზენტაცია გამართა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია არასამთავრობო ორგანიზაცია ათინათმა მიიწვია.
მისიის წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეუიარაღებელი, სამოქალაქო მისიაა, რომელიც საქართველოში 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტის შემდეგ გამოიგზავნა, რათა დააკვირდეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და მისი განხორციელების ზომების შესრულებას. საქმიანობის დაწყების შემდეგ, მისია დღედა ღამ აწარმოებს პატრულირებას, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე. მისიის ძალისხმევა პირველ რიგში ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებასა და ინციდენტების შესახებ ანგარიშების წარდგენაზეა მიმართული. ასევე, მისია ადგილზე ყოფნით ხელს უწყობს უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მოსწავლეები კმაყოფილები იყვნენ იმის გაგებით, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მოწოდებულია შეინარჩუნოს სტაბილურობა, დარჩეს მიუკერძოებელი და აქტიური ურთიერთობა იქონიოს კონფლიქტის მხარეებთან.