ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის კომენტარი უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით

30.08.2012

"დღეს, როდესაც მსოფლიო უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს, ჩვენი ფიქრები უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახის წევრებთანაა.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ მრავალ შეხვედრაზე, რომელიც სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება, მე შევიტყვე იმ ოჯახების და მათი მეგობრების წუხილი, რომლებიც ჯერ კიდევ ელოდებიან ცნობას თავიანთი ახლობლების ბედის შესახებ. მინდა მოვუწოდო ყველას ვინც ჩართულია მოცემული საკითხების გადაწყვეტის პროცესში, მიმართონ ყველა დროულ ძალისხმევას დაზარალებულთა გულისტკივილის შესამსუბუქებლად.

უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე გვახსენებს, რომ ოჯახების მიერ განცდილი ტკივილი, რომელსაც გაურკვევლობა იწვევს, მთელს მსოფლიოში და ყველა საზოგადოებაში ერთნაირია. მოცემული საკითხის გადაწყვეტა შერიგებისკენ გადადგმულ უმნიშვნელოვანეს ნაბიჯს წარმოადგენს საქართველოში".


ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი , მისიის ხელმძღვანელი

Follow us on social media