ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფოტოგამოფენის გახსნა თბილისში

24.09.2012
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა მისიის პირველი ფოტოგამოფენა სახელწოდებით „სიცოცხლე ხაზის გასწვრივ - პორტრეტები ადმინისტრაციული საზღვრიდან“ თბილისში, 21 სექტემბერს გახსნა.

გამოფენაზე წარმოდგენილია ადმინისტრაციულ საზღვართან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოველდღიური საქმიანობას პროცესში გადაღებული ფოტოები. ფოტოები ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მცხოვრებ ადამიანთა ყოფას, საქმიანობას და ყოველდღიურ გამოწვევებს წარმოაჩენს, რომელიც მისიის დამკვირვებლის რეი კუპერის თვალითაა დანახული.

ძველ თბილისში მდებარე გალერეაში „ტიფლის ავენიუ“ გამართული გამოფენა უკვე ასზე მეტმა სტუმარმა ნახა. თბილისის შემდეგ გამოფენა საქართველოს სხვა ქალაქებში გაიმართება.

„სიცოცხლე ხაზის გასწვრივ - პორტრეტები ადმინისტრაციული საზღვრიდან“ 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.
(გალერეა „ტიფლის ავენიუ“, მეფე ერეკლე II-ის ქ. 8/10, სამუშაო საათები: 12:00 – 20:00 დასწრება თავისუფალია)

Follow us on social media