ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ეწვია

05.11.2012
5 ნოემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ტიშკევიჩი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს დავით დარახველიძეს შეხვდა. მათ საერთო ინტერესის სფეროში შემავალი თემები და მომავალი თანამშრომლობის შესაძლო სფეროები განიხილეს. მისია მანდატის ფარგლებში კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის და მათ შორის დევნილების მდგომარეობას აკვირდება. შეხვედრაზე საუბარი ასევე საყოფაცხოვრებო საკითხებს, საცხოვრებელთან დაკავშირებული პრობლემების გადაწყვეტას და ზამთრისთვის მზადებას შეეხო. გამომდინარე იქიდან, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია რეგულარულად ახორციელებს ინტენსიურ პატრულირებას და ადგილზე არსებულ მდგომარეობაზე დაკვირვებას, მისიის ხელმძღვანელმა სამინისტროს დევნილთა შესახებ შესაბამისი ინფორმაციის გაზიარების პრაქტიკის გაგრძელება შესთავაზა.

Follow us on social media