ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა შექმნა ახალი ყოველთვიური სატელევიზიო პროგრამა ქართულ ენაზე, რომელიც ოდიშის ტელევიზიით გადაიცემა. ათი ეპიზოდის განმავლობაში მაყურებელი გაიცნობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, მის მანდატს და საქმიანობას. გადაცემა ძირითადად ზუგდიდის რეგიონისა და ადმინისტრაციული საზრვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მაყურებლისთვის ქნება. პირველ ეპიზოდს ოდიშის ტელევიზია პარასკევს, 30 ნოემბერს, 20:30 საათზე გადასცემს.