ახალი ამბები და სტატიები

ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე წარმომადგენელი ამერიკიდან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სადამკვირვებლო ჯგუფს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაჰყვა

03.12.2012
2 დეკემბერს ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის კავკასიის საქმეთა და რეგიონული კონფლიქტების განყოფილების დირექტორი და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მონაწილე ჯასტინ ფრიდმანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია. გორის რეგიონალური ოფისის უფროსმა მანფრედ მეიერმა ბატონ ფრიდმანს რეგიონში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა, მისი მიღწევები და არსებული გამოწვევები გააცნო. შემდეგ ბატონი ფრიდმანი ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაემგზავრა. იგი საქართველოს პოლიციის თანამშრომლებსა და ადგილობრივ მაცხოვრებლებს იმ საკითხებზე ესაუბრა, რომლებსაც მისია მუდმივად აკვირდება. მათ შორისაა გადაადგილების თავისუფლება, საყოფაცხოვრებო და ადამიანის უსაფრთხოების საკითხები.  

პატრულირების შემდეგ ბატონმა ფრიდმანმა მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ადგილზე განხორციელებულ საქმიანობას. მან ხაზი გაუსვა პირადი კაონტაქტების მნიშვნელობას, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე დამკვირვებლებმა ინფორმაციის შეგროვების პროცესში ადგილობრივ მოსახლეობასთან და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებთან დაამყარეს. მისი თქმით, რეგიონში სტაბილურობის შესანარჩუნებლად მისიამ აუცილებლად უნდა განაგრძოს საქმიანობა.

Follow us on social media