ახალი ამბები და სტატიები

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ გამართული კამპანიის ფარგლებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რადიო ინტერვიუ ჩაიწერა

04.12.2012
ადამიანის უფლებათა დამცველმა ელენა ფილეევამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რადიო გადაცემაში ისაუბრა იმ 16 დღიანი ღონისძიებების მხარდასაჭერად, რომლებიც ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თემაზე იმართება. ქალბატონი ფილეევა არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42 მუხლის" საბჭოს წევრიც არის. მოცემული ორგანიზაცია უზრუნველყოფს უფასო იურიდიულ დახმარებას და სტრატეგიულ სამართალწარმოებას. 

ინტერვიუ ეთერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ყოველკვირეულ პროგრამაში რადიო თრიალეთის არხზე (104.8FM) ოთხშაბათს, 12 დეკემბერს 17:00 საათზე გავა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რადიო პროგრამა ასევე ხელმისაწვდომია ჩვენს ვებ-გვერდსა და Facebook-ის გვერდზე.

Follow us on social media