ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახალ უფროსს შეხვდა

08.12.2012
7 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ტიშკევიჩი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ახლად დანიშნულ უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს თელავში შეხვდა. პოლკოვნიკი ძნელაძე ქართული ჯარის მეთაურების და სხვა მაღალი რანგის თანამშრომლების შეკრებას ესწრებოდა. მხარეებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და თავდაცვის სამინისტროს შორის ეფექტიანი თანამშრომლობის შენარჩუნებისა და განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს, რამაც დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს შეიარაღებული ძალების გამჭვირვალობის ზრდაში და ხელი შეუწყო სტაბილიზაციას ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე. შეხვედრის ფარგლებში მისიის ხელმძღვანელსა და მისიის წამყვან პოზიციებზე მყოფ თანამშრომლებს საშუალება ჰქონდათ საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვა მაღალი რანგის სამხედროებსაც გაცნობოდნენ და მათთან მისიის საქმიანობაზე ესაუბრათ.


Follow us on social media