16 დღიანი ღონისძიებების ფარგლებში, რომლებიც ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის თემაზე ტარდება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა გორის საფეხბურთო კლუბ დილას ვეტერანებთან ცნობიერების ამაღლების მიზნით საფეხბურთო მატჩი გამართა. მატჩამდე მაყურებლებისათვის პარაპლანიდან საინფორმაციო ბუკლეტები გადმოყარეს. მათში მითითებული იყო სატელეფონო ცხელი ხაზის ნომერი, რომელზეც საქართველოში ოჯახური ძალადობის შემთხვევის დაფიქსირების შესაძლებელია დარეკვა. ღონისძიების ფარგლებში დარიგდა მისიის სუვენირებიც. თავად მატჩში მონაწილეობა მიიღეს როგორც ვეტერანმა ფეხბურთელებმა, ასევე კლუბის ახალი თაობის წარმომადგენლებმა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მადლობას უხდის გორის საფეხბურთო კლუბ დილას კამპანიის აქტიური მხარდაჭერისთვის.