ახალი ამბები და სტატიები

სოციალურად დაუცველი ოჯახები ყურადღების ცენტრში

27.12.2012

მას შემდეგ რაც საქართველოში ცივი ზამთრი დადგა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგრძელებს დაკვირვებას აქვს თუ არა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას საჭირო რესურსები გათბობისთვის. ინფორმაციის შესაგროვებლად ჩატარდა სპეციალური პატრულირება სოფლად და იძულებით გადაადგილებულ პირთა კოლექტიურ ცენტრებში , რათა მომხდარიყო შეფასება თუ როგორ მოემზადა მოსახლეობა და ხელისუფლება ცივი ამინდისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მისია ჰუმანიტარულ დახმარებას ვერ უზრუნველყოფს, მან გააცნო თავისი დასკვნები საქართველოს ხელისუფლებასა და სხვადასხვა ორგანიზაციებს, რომელსაც შეუძლია გაჭირვებაში მყოფი მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა. მანამდე, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მისიის ხელმძღვანელმა მონაწილეებს თხოვნით მიმართა გამოჩინონ შემწყნარებლური დამოკიდებულება იმ პირთა მიმართ, რომლებიც შეშის შეგროვებისას ადმინისტრაციულ საზღვარს შემთხვევით კვეთენ.

Follow us on social media