ახალი ამბები და სტატიები

საინფორმაციო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან

25.01.2013
24 იანვარს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა უმასპინძლა საინფორმაციო შეხვედრას სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ზუგდიდში ასეთი შეხვედრები რეგულარულად იმართება. ამჯერად რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას გააცნეს დასკვნები ზამთრის პერიოდისათვის მზადების პროგრამებთან დაკავშირებით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დევნილებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებზე მიმართულ პროგრამებს. ასევე განხილული იყო ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხები.


Follow us on social media