ახალი ამბები და სტატიები

ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ახალი ხელმძღვანელი გამგებელს შეხვდა

15.02.2013

13 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისის ახალი ხელმძღვანელი გაბრიელ ვონ ჰორნი ადამიანის უსაფრთხოების გუნდის წევრებთან ერთად ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ბ-ნ ედიშერ თოლორაიას შეხვდა . ბატონმა ვონ ჰორნმა წარადგინა მისია და ბ-ნ ედიშერ თოლორაიას გააცნო ინფორმაცია თუ როგორ ახორციელებს მისია თავის მანდატის სტაბილიზაციის , ნორმალიზაციის , ნდობის აღდგენისა და ობიექტური ინფორმაციით უზრუნველყოფის სფეროებში .

ბ-მა თოლორაიამ მადლობა გადაუხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას , რეგიონალურ ოფისს და აღნიშნა სადამკვირვემლო საქმიანობის მნიშვნელობა ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად უფრო უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად .

აღინიშნა , რომ გამგებლის აპარატი და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გააგრძელებენ შესაბამისი ინფორმაციის გაზიარებას იძულებით გადაადგილებულ პირთა და სოციალურად დაუცველი ოჯახების საარსებო საკითხებთან დაკავშირებით .

Follow us on social media