ახალი ამბები და სტატიები

სტუმარი ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურიდან

14.02.2013

14 თებერვალს ბატონი კრის კენდალი , ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი საქართველოსთან ურთიერთობის საკითხებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია .

რეგიონალური ოფისის უფროსის მოადგილემ ფლორენტინ დიკუმ სტუმარს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე ზოგადი საქმიანობის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან არსებულ ვითარების შესახებ . მან განმარტა , რომ დამკვირვებლები ყოველდღიურად დღე - ღამის განმავლობაში ატარებენ პატრულირებას , რათა დარწმუნდნენ, რომ არ იქნება საომარი მოქმედებების   დაბრუნება და წარადგინონ ანგარიშები ნებისმიერ ინციდენტებთან დაკავშირებით . მისიის საქმიანობასთან მიმართებაში ბატონი კენდალი განსაკუთრებით დაინტერესდა ნდობის აღდგენის ასპექტით და ანგარიშებით ინციდენტების შესახებ , კერძოდ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრებით და ცხელი ხაზი გამოყენებით . სტუმარი რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ქვეშში პატრულირებაზე გაემგზავრა და მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ამ პატრულირების ჩატარების პროფესიონალურმა დონემ . ბატონმა კენდალმა ასევე უპასუხა რამდენიმე შე კითხვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რადიო გადაცემისთვის, რომელიც 20 თებერვალს გავა ეთერში .

Follow us on social media