ახალი ამბები და სტატიები

სტუმარი იაპონიიდან ადმინისტრაციულ საზღვართან

20.02.2013
19 თებერვალს საქართველოში იაპონიის საელჩოს პოლიტიკური ატაშე საქართველოში ბატონი შუ უჩიდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია. რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს შნაიდერმა სტუმარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ზოგადი ინფორმაცია მიაწოდა. მან განმარტა, რომ დამკვირვებლები დღედაღამ პატრულირებენ, რათა დარწმუნდნენ, რომ არ მოხდება საომარი მოქმედებების განახლება და ევროკავშირის პოლიტიკაზე პასუხისმგებელ პირებს ინციდენტებთან დაკავშირებულ ანგარიშებს წარუდგენენ.

ბატონი უჩიდა რეგიონალური ოფისის წარმომადგენლებთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაემგზავრა, რათა ენახა თუ როგორ ახორციელებს მისია თავის მანდატს. იგი განსაკუთრებით ადგილობრივი მოსახლეობის საარსებო პირობებით და გადაადგილების თავისუფლების საკითხებით დაინტერესდა.

სტუმარს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რადიო გადაცემამ ინტერვიუც ჩამოართვა, რომელიც თრიალეთის რადიოს ეთერში 27 თებერვალს გავა (ინტერვიუს აუდიო ჩანაწერი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის Facebook-ის გვერდზე იქნება ხელმისაწვდომი).

Follow us on social media