ახალი ამბები და სტატიები

ზუგდიდის რეგიონალური ოფისის მე-10,000 პატრულირება

20.02.2013
19 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა მე-10,000 პატრულირება განახორციელა. პატრულირებაზე ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფი გაემგზავერა, რომელიც წალენჯიხის საბავშვო ბაღს ეწვია, სადაც სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. მისია ადგილობრივი მოსახლეობის ჩვეული ცხოვრების აღდგენას მანდატის "ნორმალიზაციის" კომპონენტის ფარგლებში აკვირდება.

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარგზავნის დღიდან 30,000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა და მისიამ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ უსაფრთხოების მდგომარეობის გაუმჯობესებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი.



Follow us on social media