ახალი ამბები და სტატიები

მისიის ხელმძღვანელი ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

21.02.2013
20 თებერვალს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ელჩი ანდჟეი ტიშკევიჩი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს დავით ზალკალიანს შეხვდა, რომელიც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციის ახალი ხელმძღვანელია. გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მიზანას კონფლიქტთან დაკავშირებული უსაფრთხოების და განსაკუთრებით გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებული საკითხების განიხილვა წარმოადგენდა. მინისტრის მოადგილემ მაღალი შეფასება მისცა მისიის სადამკვირვებლო საქმიანობას, რომელიც ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ სტაბილურობის შენარჩუნებისკენაა მიმართული.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ჟენევის მოლაპარაკებების ყველა მონაწილეს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ ობიექტურ ინფორმაციას აწვდის.


Follow us on social media