1 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ჟერარ ფიშერი ხორვატიის ელჩს დოქტორ ივან ველიმირ სტარჩევიჩსა და ფინეთის ელჩს კრისტერ მიხელსონს შეხვდა, რომელსაც საქართველოში ფინეთის ატაშე მარკო მანტილა ახლდა თან.
ორივე ელჩი საქართველოში საკუთარი ქვეყნის წარდგენას ახლახან შეუდგა. სტუმრებს მისიაში ვიზიტისას რეგიონში უსაფრთხოების საერთო მდგომარეობის შესახებმიეწოდათ ინფორმაცია. განსაკუთრებული ყურადღება ადმინისტრაციული საზღვების მიმდებარე ტერიტორიებზე გამახვილდა. სტუმრები გაეცნენ მისიის მანდატს, რომელიც სტაბილიზაციას, ნორმალიზაციას, ნდობის აღდგენასა და ობიექტური ინფორმაციის უზრუნველყოფას მოიცავს. ასევე საუბარი იყო მისიის საქმიანობაზე ადგილზე. ბატონმა ფიშერმა მადლობა გადაუხადა ფინეთს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მხარდაჭერისთვის. იგი ასევე მადლობელი იყო ხორვატიის ელჩისა, რომელმაც უახლოეს მომავალში მისიაში დამკვირვებლების გამოგზავნის ინტერესი გამოთქვა.