11 თებერვალს, ქ-ნი კეით ფიერონი, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემრულებელი, ვიდეო კონფერენციის მეშვეობით ბრიუსელში ჩატარებულ სემინარს ‘’ქალი მედიატორები: მოძრაობა სტერეოპტიპებს მიღმა’’ დაესწრო.
სემინარი ქალბატონმა ანნა კარინ კროკსტადე კნაიპმა, თანასწორი შესაძლებლობების და კარიერების მრჩეველმა ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში, კონფლიქტთა გადაწყვეტაში ქალების მნიშვნელოვანი როლის ხაზგასმით გახსნა.
ქალბატონმა ფიერონმა ისაუბრა საკუთარ როლზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე, საკუთარ შეხედულებებზე და წინა გამოცდილებაზე. მან ისაუბრა ჩრდილოეთ ირლანდიის ქალთა კოალიციაში საკუთარ ჩართულობაზე, თავის განსაკუთრებულ როლზე ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში და ასევე იმ როლზე რომელიც მან ნდობის-მშენებლობის პროცესსა და მედიაციაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის ფარგლებში გასწია.
სემინარზე აღნიშნეს და ისაუბრეს ქალების მნიშვნელოვან როლზე მთელ მსოფლიოში, კონფლიქტების მედიაციაში აქტიური მონაწილეობის კუთხით. ასევე განიხილეს ის, თუ როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი ქალ მედიატორებს, რას აკეთებს ევროკავშირის მედიატორთა ჯგუფი და აღნიშნეს ზოგიერთი საერთო და ტექნიკური გამოწვევა რომელბსაც მედიატორები აწყდებიან სამშვიდობო პროცესში ჩართულობის დროს.
მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ვიდეო კონფერენციის მსვლელობისას