ახალი ამბები და სტატიები

დისკუსია გენდერულ საკითხებე სახელწოდებით „ქალთა სიბრძნე და შთაგონება“

05.03.2013
4 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურმა ოფისმა ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდა გამართა. სხვადასხვა სამუშაო გამოცდილების მქონე ქალები, მათ შორის ოფიციალური პირები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები დაესწრნენ ღონისძიებას სახელწოდებით "ქალთა სიბრძნე და  შთაგონება".  

დისკუსია გენდერული ძალადობის, თანასწორობისა და შრომის ბაზარზე, რაც ტრადიციულად მამაკაცთა დომინირების სფეროდ ითვლება ქალთა დასაქმების შესაძლებლობების საკითხებს შეეხო. მონაწილეებმა ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და მოსაზრებები გაუზიარეს. 

Follow us on social media