ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში საკუთრების უფლებისა და მასთან დაკავშირებულ გენდერულ საკითხებზე ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ კამპანიას შეუერთდა, რომელსაც ორგანიზაციები „თანხმობა“ და „ქეა“ აწყობენ.
5 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა და ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ფილმის ჩვენება და აღნიშნულ საკითხზე ცნობიერების ასამაღლებლად დისკუსია გამართა. ღონისძიება, რომელსაც იძულებით გადაადგილებული ქალბატონები ესწრებოდნენ, ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად მდებარე სოფელ ზედა ეწერში გაიმართა.
(მოკლე მეტრიაჟიანი ფილმი შეგიძლიათ იხილოთ ჩვენი Facebook-ის გვერდზე)