მარია გულესტრუპი, დანიის მოქალაქე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის დამკვირვებელი, სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ თავისი მორიგი პატრულირებისთვის ემზადება. დღეს მარია და მისი სამი ქალი კოლეგა რაიონში უსაფრთხოების ვითარებას დააკვირდებიან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ისაუბრებენ მათ გამოწვევებზე სუფთა სასმელი წყლის ხელმისაწვდომობის შესახებ.
”როგორც პატრულის ხელმძღვანელი, მე ვარ პასუხისმგებელი ჩვენი პატრულირების ზოგად დაგეგმვასა და შესრულებაზე. ჩვენი გუნდი გაესაუბრება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებსა და მამაკაცებს, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მიმდებარე სოფლებში.პატრულირების შემდეგ მე დავწერ საპატრულო მოხსენებას რომელიც გააცნობს ჩვენი მისიის ანგარიშგებას კონფლიქტით დაზარალებული თემებისა და რაიონების მდგომარეობის შესახებ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს ”, - ამბობს მარია.
ქალები ამჟამად საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საერთაშორისო პერსონალის 27 პროცენტს შეადგენენ, რაც უფროსი მენეჯმენტის დონეზე 31 პროცენტს შეადგენს.
ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა, 2018 წლის სამოქალაქო შეთანხმებაში გადაწყვიტეს გაზარდონ ქალთა მონაწილეობა საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) სამოქალაქო მისიებში - თუმცა, პროგრესი გენდერული პარიტეტის მიმართულებით ნელი რჩება.
გენდერული ბალანსის გასაუმჯობესებლად, ძალზე მნიშვნელოვანია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა დაასახელონ მეტი ქალი კანდიდატი თანამდებობაზე შერჩევის დროს.
ქალთა მონაწილეობის გაზრდა ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ისეთ მისიებში, როგორიცაა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია, არის ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხი და გაეროს უსაფრთხოების საბჭოს 1325 რეზოლუციის ქალთა, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ მოთხოვნა, რომელიც ამ თვეში 20 წლის იუბილეს აღნიშნავს.
ქალთა თანაბარი მონაწილეობა ოპერაციული ეფექტურობის საკითხიცაა. ქალებისა და მამაკაცების დაბალანსებული ჯგუფების არსებობა აისახება თემებზე, რომლებთანაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუშაობს და საშუალებას აძლევს მას ადგილობრივ თემებთან ინფორმაციის გაზიარებაზე უფრო მეტად მიუწვდებოდეს ხელი.
„მისიაში უფრო მეტი ქალი გვჭირდება. ქალებს გადამწყვეტი როლი აქვთ სამშვიდობო ოპერაციების წარმატებაში ”, - ამბობს მარია. ნინო მუმლაძე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის– ის ქართველი თარჯიმანი, ეთანხმება:
”პატრულში ქალების არსებობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადგილობრივ თემებთან ღია, პოზიტიურ და მარტივ ურთიერთქმედებაზე. კომუნიკაციებში ჩემი გამოცდილების გათვალისწინებით, მე დიდი სურვილი მაქვს მხარი დავუჭირო ჩემს კოლეგებსა და ადგილობრივ დაინტერესებულ მხარეებს შორის ურთიერთქმედებას.
ჩვენი სადისკუსიო თემები მოიცავს უსაფრთხოების მდგომარეობას, ჯანდაცვას და განათლებას. ყოველთვის ხდება რაიმე ახალის და საინტერესოს აღმოჩენა ”- ამბობს ნინო
მარია ერთ წელზე მეტია სიამოვნებით მუშაობს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში და ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა თავის მუშაობა - იგი განსაკუთრებით აფასებს დამკვირვებლის მრავალფეროვან როლს.
”თქვენ სწავლობთ მთებში, რთულ რელიეფზე მაღალი გამავლობის მანქანის მართვას ქარბუქში, ისაუბრებთ ადგილობრივ მოსახლეობასთან, უხელმძღვანელებთ პატრულს, დააკვირდებით უსაფრთხოების ვითარებას და მოახდენთ ანგარიშგებას. ამას გარდა თქვენ შეგიძლიათ სხვა საქმეების გაკეთებაზე შეიტანოთ განაცხადი. ახლა მე ასევე მხარს ვუჭერ ანგარიშგების ოფიცრებს და ვმუშაობ გენდერულ საკითხებზე საკონტაქტო პირად ჩვენს რეგიონალურ ოფისში, მაგრამ ასევე შეგიძლიათ იმუშაოთ ოპერაციების განყოფილებაში ან ადამიანის უსაფრთხოების გუნდში, ეს არის რამდენიმე ხელმისაწვდომი შესაძლებლობა, რომელიც შეიძლება დავასახელოთ.“
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად ხელს უწყობს გენდერული ბალანსის გაუმჯობესების ზომებს გენდერული საკითხების ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის განხორციელების გზით. ეს მოიცავს სხვადასხვა შიდა ქმედებებს, როგორებიცაა სამუშაოს აღწერილობის გადასინჯვა შესაძლო გენდერული მიკერძოების აღმოსაფხვრელად, ყველა თანამშრომლისთვის უსაფრთხო და თანაბარი სამუშაო გარემოს შექმნა, გასაუბრების პანელის წევრების ტრენინგი გაუცნობიერებელი მიკერძოების შესახებ (გენდერული მიკერძოების ჩათვლით) და ქალთა და მამაკაცთა დაბალანსებული წარმომადგენლობის უზრუნველყოფა შესარჩევი ინტერვიუს პანელების შემადგენლობაში.
” მე ძალიან მომეწონა საქართველოში მუშაობა, განსაკუთრებით ძალიან სწრაფად განვითარებად გარემოში მულტიკულტურული გუნდის წევრობა. მე ნამდვილად ბედნიერი ვარ, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა და სხვა ქალებსაც მოვუწოდებ, რომ განაცხადი შეიტანონ. მე ვამაყობ იმ საქმიანობით, რომელსაც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად ვაკეთებ,”- ამბობს მარია.
პატრულის ლიდერი, მარია გულესტრუპი საუბრობს ადგილობრივი თემის წევრებთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მახლობლად * ფოტო გადაღებულია პანდემიამდე
მარია ამაყობს იმ საქმიანობით, რასაც იგი ეწევა რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშესაწყობად და მოუწოდებს უფრო მეტ ქალს, მიმართონ მისიას სამუშაოდ
მარია განსაკუთრებით აფასებს მულტიკულტურულ გარემოში მუშაობას და დამკვირვებლის მრავალფეროვან როლს
თარჯიმანი ნინო მუმლაძე აღნიშნავს, რომ პატრულში ქალების ყოფნას აქვს დიდი მნიშვნელობა და ეს ხელს უწყობს ადგილობრივ თემებთან ღია, პოზიტიურ და მარტივ ურთიერთქმედებას
მარია და მისი კოლეგები სტუმრობენ ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან მდებარე სოფელს. ქალები ამჟამად საქართველოშ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საერთაშორისო პერსონალის 27 პროცენტს შეადგენენ