ახალი ამბები და სტატიები

დისკუსია ქალთა პროფესიული კარიერის შესახებ

07.03.2013
"არ აქვს მნიშვნელობა რა კარიერას აირჩევთ, თქვენ თავიდანვე უნდა გიყვარდეთ თქვენი პროფესია", - განაცხადა ერთ-ერთმა მოსწავლემ, რომელმაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის მიერ  ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება, რომელიც 6 მარტს გაიმართა, მცხეთის ბიბლიოთეკაში ჩატარდა. სამმა საპოლიციო, სამხედრო და სამოქალაქო სამუშაო გამოცდილების მქონე ქალბატონმა ადგილობრივი საშუალო სკოლების მოსწავლე გოგონებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარა. ზოგიერთმა მოსწავლემ ჯარში ან პოლიციაში სამსახურის დაწყების სურვილი გამოთქვა და როგორც ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა "რადგან ეს სფეროები მამაკაცთა სამყაროს ნაწილია, ასეთი კარიერა  შთამაგონებელია და გამოწვევას წარმოადგენს".


Follow us on social media