6 და 7 მარტს საქართველოში ფინეთის საელჩოს დიპლომატი მარკო მანტილა და „კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის“ წარმომადგენელი მედეა ტურაშვილი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვივნენ.
რეგიონალური ოფისის უფროსმა ჰანს შნაიდერმა სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მისიის მიერ ადგილზე განხორციელებული ზოგადი საქმიანობის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარის გასწვრივ არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ. მან განმარტა, რომ დამკვირვებლები ყოველდღიურად, დღე-ღამის განმავლობაში ახორციელებენ პატრულირებას, რათა დარწმუნდნენ, რომ არ მოხდება საომარი მოქმედებების განახლება და ინციდენტებთან დაკავშირებულ ანგარიშებს წარადგენენ. სტუმრები ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობებით დაინტერესდნენ და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაემგზავრნენ.