ახალი ამბები და სტატიები

საინფორმაციო შეხვედრა ზუგდიდში

12.03.2013
7 მარტს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა 28-ე საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც 20-ზე მეტი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დამსწრე საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია მისი სამი რეგიონალური ოფისის ბოლოდროინდელი საქმიანობის შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ გადაადგილების თავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს.

2009 წლის ზაფხულის შემდეგ ინფორმაციის ეფექტიანი გაცვლას უზრუნველსაყოფად ზუგდიდის რეგიონალური ოფისი ასეთ შეხვედრებს სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ყოველ ექვს-რვა კვირაში ერთხელ მართავს.

Follow us on social media