დღეს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, დოქტორმა ტიბორ კოზმამ მისიის სათაო ოფისში უმასპინძლა მოლდოვას რესპუბლიკის დელეგაციას ვიცე-პრემიერ-მინისტრის, ბ-ნ ოლეგ სერებრიანის ხელმძღვანელობით.
შეხვედრის განმავლობაში დოქტორმა კოზმამ წარმოადგინა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებზე უსაფრთხოების ვითარების მიმოხილვა და ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მოწადინებულობას ადგილზე 24/7 თვალსაჩინო პატრულირების შენარჩუნების მიმართ.
აღინიშნა ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის რეგულარული შეხვედრების გაგრძელების მნიშვნელობა და ხაზი გაესვა, რომ ამ პლატფორმას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს დაძაბულობის განმუხტვისა და ადგილზე უსაფრთხოების საკითხების გადაწყვეტისთვის.
ვიცე-პრემიერ-მინისტრმა გამოხატა მისი მადლიერება ინფორმაციული შეხვედრისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ საქართველოსა და უფრო ფართო რეგიონში სტაბილურობაში შეტანილი წვლილისთვის.