ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩაატარა ნოვატორული სემინარი კლიმატის და გარემოს უსაფრთხოების საკითხების შესახებ

30.05.2024
29-30 მაისს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, თბილისში გამართა ტრენინგი კლიმატის და გარემოს უსაფრთხოების საკითხებზე. სემინარი ფოკუსირებული იყო კლიმატისა და გარემოს უსაფრთხოების რისკების გააზრებასა და ინტეგრირებაზე როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ისე ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში არსებულ ევროკავშირის სხვა სამოქალაქო მისიების საქმიანობაში. 


ეს ევროკავშირის საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მისიის მიერ ამ საკითხზე ჩატარებული ტრენინგის პირველი შემთხვევაა. სწორედ ამიტომ მისი მთავარი მიზანი იყო საწყისი წერტილების განსაზღვრა კლიმატის და უსაფრთხოების გადაკვეთაზე არსებული კრიტიკული საკითხების ინტეგრაციისთვის საერთო თავდაცვის და პოლიტიკის მისიების საქმიანობაში განსახორცილებლად, რათა უზრუნველყოფილი იყოს მისიების უკეთესი მზადყოფნა ადგილზე წარმოქმნილ გამოწვევებთან გასამკლავებლად. 


ტრენინგი დაეფუძნა Adelphi-ს, კლიმატის, გარემოს და განვითარების საკითხებში  ევროპის წამყვანი დამოუკიდებელი ანალიტიკური ცენტრის მიერ შემუშავებულ მეთოდოლოგიას და მისი ჩატარება უზრუნველყო ლუკას რუტინგერმა, Adelphi-ის უფროსმა მრჩეველმა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების გარდა, ორ დღიან ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს კოლეგებმა კანონის უზენაესობის საკითხების ევროკავშირის მისიიდან კოსოვოში, პოტენციალის გაზრდის ევროკავშირის მისიიდან სომალიში და გარემოსდაცვითმა კოორდინატორმა CPCC-დან (სამოქალაქო დაგეგმვის და მართვის განყოფილება, საგარეო ქმედებათა სამსახურის, ევროკავშირის სამოქალაქო მისიების საოპერაციო სათაო ოფისი ბრიუსელში). 


იმის გამო, რომ რისკები, რომლებსაც წარმოქმნის კლიმატის ცვლილება და გარემოს გაუარესება საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის სულ უფრო რეალური ხდება, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები გამოყოფენ რესურსებს ევროკავშირის სამოქალაქო მისიების აღსაჭურვად ცოდნითა და საშუალებებით, გარემოსდაცვითი  კომპლექსური გამოწვევების უკეთ გასაგებად და მათთან გასამკლავებლად. ასეთი გამოწვევები ხშირად დამოკიდებულია არამხოლოდ ადგილობრივ კონტექსტზე, არამედ სხვა მრავალ ისეთ ფაქტორზე, როგორებიც არის ეკონომიკური, სოციალური, პოლიტიკური და გარემოს წნეხები და შოკები. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მზად არის პროგრესიული მეინსტრიმინგის და კლიმატისა და გარემოსდაცვითი საკითხების გათვალისწინებისთვის მისი მა დატის დაგეგმვისა და შესრულებისას. 

Follow us on social media