9 აპრილს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტიდან თითქმის ხუთი წლის შემდეგ, მან ხაზი გაუსვა პრაგმატული გადაწყვეტილებების მოძიების მნიშვნელობას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობის დასახმარებლად.
იგი ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამომავლო სტრატეგიით და ახალ მთავრობასთან მისიის ურთიერთობებით დაინტერესდა. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების შეხვედრა ბატონ ვილსონთან მისიაში 11 მაისს "ჩრდილო ევროპაში პარტნიორობის გაძლიერების" (e-PINE) წარმომადგენლების ვიზიტამდე გაიმართა. e-PINE ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტრუმენტია ჩრდილოეთ ევროპის და ბალტიის სახელმწიფოებთან თანამშრომლობისთვის. e-PINE-ში დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიტვა, ნორვეგია და შვედეთი შედიან.
"ჩრდილო ევროპაში პარტნიორობის გაძლიერების" ფარგლებში შეერთებული შტატების, ჩრდილოეთ ევროპისა და ბალტიის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის სამი ფართო სფერო უსაფრთხოებას, ჯანსაღ საზოგადოებასა და ძლიერ ეკონომიკას მოიცავს.