ახალი ამბები და სტატიები

ჩეხეთის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია

09.04.2013
8 აპრილს ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პეტრა ჰოფირკოვა და იანა ჩეჩლოვსკა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვივნენ. მათი მიზანი იყო სრულყოფილი წარმოდგენა შეექმნათ მისიისა და პოსტკონფლიქტურ გარემოში მისი როლის შესახებ.

დელეგაციას ჩეხეთის მთავრობის მიერ საქართველოში გამოგზავნილმა დამკვირვებლებმა უმასპინძლეს. მათ ისაუბრეს არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ და სტუმრების განუმარტეს, თუ როგორ ხდება ადგილზე მანდატის განხორციელება. დელეგაცია დამკვირვებლებთან ერთად ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზეც გაემგზავრა. 

Follow us on social media