2013 წლის 25 აპრილს ბრიტანეთის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურ ოფისს ეწვია. რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა მეტ უოტლიმ საგარეო და თანამეგობრობის ოფისის უფროსს ბ-ნ კოლინ რობერტსა და ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ბ-ნ დევიდ მორანს რეგიონალური ოფისის საქმიანობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. სტუმრები დამსწრე საზოგადოებას თავიანთ საქმიანობაზე ესაუბრნენ და სადამკვირვებლო მისით მათი დაინტერესების დეტალები გააცნეს აუდიტორიას.