ახალი ამბები და სტატიები

დანიის პარლამენტის წევრები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვივნენ

30.04.2013
30 აპრილს დანიის პარლამენტის წევრებისაგან შემდგარი დელეგაცია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია. თბილისის სათავო ოფისში სტუმრებს მისიის ხელმძღვანელმა  ელჩმა ანდჟეი ტიშკევიჩმა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ ჟერარ ფიშერმა უმასპინძლეს. დეპუტატებს მისიის საქმიანობის, ბოლოდროინდელი მიღწევების, გამოწვევების და საქართველოში არსებული საერთო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ მიეწოდათ ინფორმაცია. სტუმრები ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლების საკითხით და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამომავლო პერსპექტივებით განსაკუთრებით დაინტერესდნენ. შემდეგ დელეგაცია გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია და სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად ვითარების ადგილზე გასაცნობად პატრულირებაზე გაემგზავრა. 


Follow us on social media