ახალი ამბები და სტატიები

ევრპის საბჭოს პრეზიდენტმა ვან რამპოიმ ევროკავშირის ღია კარის დღეზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სტენდი მოინახულა

05.05.2013
4 მაისს, ბრიუსელში გამართულ ევროკავშირის ღია კარის დღეზე ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა ჰერმან ვან რამპოიმ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საინფორმაციო  სტენდი მოინახულა.

პრეზიდენტი ვან რამპოი საქართველოში არსებული  უსაფრთხოების მდგომარეობით  და მისიის ყოველდღიური სადამკვირვებლო საქმიანობით დაინტერესდა.


ევროკავშირის სხვა სამოქალაქო და სამხედრო მისიების წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებამ სტუმრებს ევროკავშირის მიერ მშვიდობისათვის გაწეული საქმიანობის მნიშვნელობა გააცნო. ევროპის დღეზე წარმოდგენილ მისიებს შორის იყვნენ ევროკავშირის საპოლიციო მისია ავღანეთში (EUPOL Afghanistan), ევროკავშირის საპოლიციო მისია კონგოში (EUPOL Congo), ევროკავშირის კანონის უზენაისობის მისია კოსოვოში (EULEX Kosovo), სომალის ყურეში საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებაზე მომუშავე მისია (EUCAP NESTOR).

სტუმრებმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კითხვარი შეავსეს, რომელიც მისიის მანდატს, სტრუქტურას და საქართველოს გეოგრაფიასა და კულტურას ეხებოდა.


5 მაისს, ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის შესახებ მოქალაქეების ინფორმირების მიზნით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ, კონგოსა და ავღანეთში არსებულ ევროკავშირის მისიებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში სახელწოდებით "ევროპული სოფელი".

4 და 5 მაისს ევროკავშირის ღია კარის დღისა და "ევროპული სოფლის" ღონისძიებების დროს განხორციელებული საინფორმაციო საქმიანობის ფარგლებში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს რიგ შეხვედრებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის პრეს-ოფისის, სამოქალაქო დაგეგმვისა და მართვის სამსახურის (CPCC),  კრიზისების მართვისა და დაგეგმვის დირექტორატის (CMPD) და ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახურის წარმომადგენლებთან.


Follow us on social media