ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მიესალმება ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის გამო ცხინვალში მყოფი საქართველოს ორი მოქალაქის 16 მაისს განთავისუფლებას. განთავისუფლებას წინ უძღოდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელშეწყობით არსებული ცხელი ხაზის საშუალებით გამართული მოლაპარაკებები ცხინვალის დე-ფაქტო ადმინისტრაციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე თვალს ადევნებს ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე დაკავებათა სხვა ბოლოდროინდელ შემთხვევებს და აგრძელებს შუამდგომლობას დაკავებულთა გასანთავისუფლებლად.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომელი ცხელ ხაზის მეშვეობით ახდენს კომუნიკაციას