15
მაისს ბელგიის
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
დელეგაცია
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიას ეწვია
.
მისიის
სათავო ოფისში თბილისში
ვიზიტის შემდეგ დელეგაცია მცხეთის
რეგიონალური ოფისის
დამკვირვებელთა
ჯგუფთან ერთად
ოძისის
საგუშაგოსთან
პატრულირებაზე გაემგზავრა
.
აღმოსავლეთ
ევროპის ქვეყნების
განყოფილების წარმომადგენელი
ფილიპ ვანდენ ბალკე და
ბელგიის
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს უშიშროების
პოლიტიკის განყოფილების
უფროსი პოლ
ფარსტი
განსაკუთრებით
დაინტერესდნენ ღობეების აღმართვისა და ბოლოდროინდელი
დაკავებების
შემთხვევებით
.
ევროკავშირის
სადამკვირვებლო
მისიის
საოპერაციო
განყოფილების
უფროსმა კლაივ
ტროტმა განაცხადა
,
რომ
მისია
ინციდენტების
პრევენციისა
და
მათზე
რეაგირების
მექანიზმის
საშუალებით
ხელს
უწყობს
"
ადგილობრივ
საკითხებზე
ადგილობრივი
გადაწყვეტილებების
მიღებას
"
და განმარტა
,
რომ
აფხაზეთისა
და
სამხრეთ
ოსეთის მიმდებარე
ტერიტორიებზე
ზოგიერთ
ადამიანს არ აქვს
საშუალება არც ნათესავები მოინახულოს და
არც
საკუთარ მიწაზე
იმუშაოს
.
იგი
მიესალმა
ბელგიის
დელეგაციის
ვიზიტს
და
ხაზი
გაუსვა
ევროკავშირის
წევრი
სახელმწიფოების
მიერ მისიის მხარდაჭერას
.
მცხეთაში
რეგიონალური ოფისის
უფროსმა მეტ უოტლიმ სტუმრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა მისიის
ისტორიის
,
მანდატისა
და
სტრუქტურის შესახებ.
მან
ისარგებლა შემთხვევით
და
სტუმრებს მადლობა
გადაუხადა მისიაში
თანამშრომელთა გამოგზავნისთვის
.
მოგვიანებით
ბელგიის
საგარეო
საქმეთა
სამინისტროს
წარმომადგენლები
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
და
საგარეო
საქმეთა
სამინისტროებს
ეწვივნენ
.
ისინი
ასევე
შეხვდნენ
ევროკავშირის
სპეციალურ
წარმომადგენელს
სამხრეთ
კავკასიაში
და
საქართველოს
კრიზისის საკითხებში
.