ახალი ამბები და სტატიები

გორის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლები ევროკავშირის თემაზე გამართულ "ღია გაკვეთილს" დაესწრნენ

20.05.2013

20 მაისს გორის მეოთხე სკოლამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალური ოფისის წარმომადგენლები ევროკავშირის თემაზე გამართულ "ღია გაკვეთილზე" მოიწვიეს.

გაკვეთილი ევროპის დღის აღნიშვნის ფარგლებში ჩატარდა და მას 25 მეათეკლასელი დაესწრო. მოსწავლეებმა ევროპული ინტეგრაციის ისტორიასთან, ევროკავშირის გეოგრაფიასთან, კავშირის ეკონომიკურიგანვითარებისა და სხვა საკითხებთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხეს.

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, რომელშიც იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ განხორციელებული პატრულირების ამსახველი სურათები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატთან დაკავშირებულ შეკითხვებს უპასუხეს.

გორის რეგიონალური ოფისის ადამიანის უსაფრთხოების ჯგუფის წარმომადგენლებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს "ღია გაკვეთილის" ჩატარების პროცესში, მოსწავლეებს ესაუბრნენ და ხაზი გაუსვეს განათლების გადამწყვეტ როლს და "მრავალფეროვნების" მნიშვნელობას, რაც ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს წარმოადგენს.

 

 

Follow us on social media