11 ივნისს საფრანგეთის თავდაცვის გაერთიანებული ძალების კოლეჯის დელეგაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათავო ოფისს ეწვია. სტუმრებს საოპერაციო განყოფილების უფროსმა კლაივ ტროტმა და თავდაცვის სამინისტროსთან მეკავშირე ოფიცერმა დევიდ ტერნერმა უმასპინძლეს. სტუმრებს ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის, მისიის მანდატის, მისიის მიმდინარე საქმიანობის და ბოლოდროინდელი გამოწვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ.