გასული თვეების განმავლობაში საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის ინტენსიფიკაცია დააფიქსირა. ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებასა და საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული პრობლემები ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრიორიტეტს წარმოადგენს. შესაბამისად, მისიის ანგარიშები ბრიუსელში ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს დროულად გადაეცა. მისია ასევე მხარს უჭერს ყველა მხარეს შორის დიალოგს სატელეფონო ცხელი ხაზის და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების მეშვეობით.
მიუხედავად იმისა, რომ „საზღვრის მოწყობაზე“ მიმართული მიმდინარე საქმიანობა შეშფოთებას იწვევს, ევროკავშირის დამკვირვებლები ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თანამშრომლობის კარგ მაგალითს შეესწრნენ. დამკვირვებლებმა გაიცნეს ეროვნებით ოსი და ქართველი მამაკაცი, რომელთაც შიდა ქართლის რეგიონში ადმინისტრაციული საზღვრის სხვადასხვა მხარეს მომიჯნავე მიწის ნაკვეთები აქვთ. მათ განაცხადეს, რომ ისინი კარგი მეგობრები არიან და მიწის დამუშავებისას რეგულარულად ეხმარებიან ერთმანეთს. მათ გამოთქვეს სურვილი, რომ ამ რეგიონში ყველა ადამიანმა ისევ ერთად იცხოვროს და იმუშაოს.