ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გამართულ 33-ე საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა

22.07.2013
18 ივლისს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალურმა ოფისმა 33-ე საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა, რომელშიც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში მოქმედი 24 არასამთავრობო ორგანიზაციის ოცდათექვსმეტმა წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. 

თვითაღიარებული აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ თხრილებისა და სხვა დაბრკოლებების მოწყობა დღის წესრიგის მთავარ საკითხს წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს თუ რა ზეგავლენას ახდენს ოთხი გამშვები პუნქტის გახსნა ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე. დამსწრე საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ენგურის ხიდის რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდეს.

საინფორმაციო შეხვედები 2002 წელს საქართველოში გაეროს დამკვირვებელთა მისიის მიერ იყო ინიცირებული და ყოველ ექვს-რვა კვირაში ერთხელ იმართება. 2009 წლის ზაფხულში გაეროს მისიის დახურვის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ზუგდიდის რეგიონალური ოფისი მოცემულ შეხვედრებს თავმჯდომარეობს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ინფორმაციის გაცვლის უნიკალურ პლატფორმას წარმოადგენს.


Follow us on social media