ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სათაო ოფისსა და გორის რეგიონალურ ოფისს 30 სექტემბერს ეწვია.
ელჩებს ევროკავშირის 28 წევრი სახელმწიფოდან მიეწოდათ ზოგადი ინფორმაცია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ არსებული მდგომარეობის შესახებ და ისინი დიცში, ერგნეთსა და ზარდიანთკარში პატრულირებაზე გაემგზავრნენ.
ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაცია ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის ელჩის, ევროკომისიის წარმომადგენლების, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის და საბჭოს გენერალური სამდივნოს წარმომადგენლებისგან შედგებოდა.