7 ნოემბერს ევროსაბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რამპოი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდა ბრიუსელში. ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის წინ პრეზიდენტი სააკაშვილი ევროპელ ლიდერებთან განაგრძობს შეხვედრებს.
შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტმა ვან რამპოიმ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას. "მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისადმი," განაცხადა პრეზიდენტმა ვან რამპოიმ. "ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით, ევროკავშირი მოქმედებს როგორც საქართველოს უსაფრთხოების გარანტი. ჩვენ ძალიან სერიოზული დამოკიდებულება გვაქვს ამ პასუხისმგებლობისადმი და ამავე დროს ველით, რომ საქართველო თავის როლს შეასრულებს."