ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ სამოქალაქო საზოგადოების წაარმომადგენლებთან შეხვედრაზე ზამთრისთვის მზადების და გენდერული საკითხები განიხილა

18.12.2013

17 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელ ორგანიზაციებთან საინფორმაციო შეხვედრას უმასპინძლა. შეხვედრის ძირითად თემებს ზამთრისთვის მზადების პროცესი და გენდერული საკითხები წარმოადგენდნენ.

მისიამ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო საკუთარი ხედვა დევნილების და ადმინისტრაციული საზღვრების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ზამთრისათვის მზად ყოფნის შესახებ და ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ განხორციელებულ იმ საქმიანობაზე, რომელიც ამ ჯგუფის მხარდაჭრაზეა მიმართლი. ასევე განხილული იყო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ანგარიში საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის მიხედვით, სადაც ყურადღება კონფლიქტის მოგვარების პროცესში ქალთა როლზე იყო გამახვილებული.

ცამეტი არასამთავრობო ორგანიზაციის, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და ასოციაციის წარმომადგენელმა დადებითად შეაფასა კონფლიქტთან დაკავშირებულ საკითხებზე ინფორმაციის ორმხრივი გაცვლა და მხარი დაუჭირა მსგავსი შეხვედრების მომავალში განმეორებას.

Follow us on social media