ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ტოივო კლაარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდა

23.12.2013
20 დეკემბერს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ტოივო კლაარმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღვართან სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქთან უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

შეხვედრამ თბილ ატმოსფეროში ჩაიარა. საუბარი ღია და მეგობრული იყო. მისიის ხელმძღვანელმა და მისმა უწმინდესობამ გადაადგილების თავისუფლების საკითხი განიხილეს და ტოივო კლაარმა პატრიარქს აცნობა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მუდმივად აყენებს ამ საკითხს, განსაკუთრებით რელიგიური დღესასწაულების პერიოდში. ამასთან დაკავშირებით, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართულ ბოლო შეხვედრაზე მისიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მხარეებს მოახლოებული სადღესასწაულო პერიოდის განმავლობაში ოჯახის წევრების, ნათესავების ან მეგობრების მონახულებისადმი უფრო მოქნილი მიდგომა გამოიჩინონ.


Follow us on social media