ახალი ამბები და სტატიები

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის დელეგაცია გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია

15.01.2014
15 იანვარს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის საშტაბო ოფიცრების სასწავლო კურსის 50 სტუდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ  ოფისს ეწვია. სტუდენტები საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ და სამხედრო და პოლიტიკური დაწესებულებები მოინახულეს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელმა კლაივ ტროტმა და გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს შნაიდერმა სტუმრებს უმასპინძლეს და მისიის მანდატისა და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. 

სტუდენტებმა განსაკუთრებული დაინტერესება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მსგავსი სამოქალაქო მისიის სტრუქტურისა და მანდატის განხორციელების სპეციფიკის მიმართ გამოიჩინეს.

ბრიფინგის შემდეგ ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად დელეგაცია სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან  პატრულირებაზე გაემგზავრა.

Follow us on social media