15 იანვარს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის აკადემიის საშტაბო ოფიცრების სასწავლო კურსის 50 სტუდენტი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის რეგიონალურ ოფისს ეწვია. სტუდენტები საქართველოში ერთი კვირის განმავლობაში იმყოფებოდნენ და სამხედრო და პოლიტიკური დაწესებულებები მოინახულეს.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოპერაციების განყოფილების ხელმძღვანელმა კლაივ ტროტმა და გორის რეგიონალური ოფისის ხელმძღვანელმა ჰანს შნაიდერმა სტუმრებს უმასპინძლეს და მისიის მანდატისა და სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
სტუდენტებმა განსაკუთრებული დაინტერესება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მსგავსი სამოქალაქო მისიის სტრუქტურისა და მანდატის განხორციელების სპეციფიკის მიმართ გამოიჩინეს.
ბრიფინგის შემდეგ ადგილზე არსებული ვითარების გასაცნობად დელეგაცია სადამკვირვებლო ჯგუფთან ერთად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან პატრულირებაზე გაემგზავრა.