ახალი ამბები და სტატიები

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი კეტრინ ეშტონი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქაბულში თავდასხმის შედეგად დაღუპული ჩვენი კოლეგების ოჯახებისა და მეგობრების მიმართ

18.01.2014
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა და ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტმა დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: 

"მე ღრმად ვწუხვარ გუშინ ქაბულის რესტორანში ტერორისტული თავდასხმის შედეგად ავღანეთში ევროკავშირის საპოლიციო მისიის დანიელი წევრისა და მისიისთვის მომუშავე ბრიტანული დაცვის ჯგუფის წევრის გარდაცვალების გამო.

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ჩვენი კოლეგების ოჯახებისა და მეგობრების მიმართ, ისევე როგორც ამ საშინელი თავდასხმის სხვა უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლების მიმართ. 

მე უკიდურესად ვგმობ ამ შემაძრწუნებელ და გაუმართლებელ ძალადობას. 

დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ. 

ევროკავშირი კვლავაც გააგრძელებს ავღანელი ხალხის მხარდაჭერას".

Follow us on social media